weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კახეთში 7303 ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

12:23 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას - 7303 ლარის ოდენობით.

„გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგმოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]